среда, 16 декабря 2015 г.

გაბედე !!! შენ შეგიძლია..

„მე ვერაფერს ვერ შევცვლი ამ ქვეყანაზე, სხვა გზა არ მრჩება გარდა იმისა, რომ დავემორჩილო არსებულ მდგომარეობას და მივყვე დინებას“ - ამდაგვარი შინაარსის ფრაზები ხშირად ისმის საზოგადოებაში.
ამ ფრაზამ მაიძულა დამეწერა ეს ტექსტი.
მაშ ასე, ყურადღებით წაიკითხეთ: ანუ თქვენ ამბობთ, რომ თქვენ მხოლოდ ჭანჭიკი ხართ და თქვენ არაფრის შესაძებლობა არ გაგაჩნიათ და მხოლოდ მორჩილებაში უნდა იყოთ, რომ ადამიანის წერტილიც არაა დედამიწაზე და ვერეფერს შეცვლით...
წარმოდგენა არა მაქვს საიდან მოგაქვთ ასეთი აზრები და დასკვნები. ეხლა საუკეთესო პერიოდია სხვა პერიოდებთან შედარებით, რომელიც არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ პერიოდში რელიგიისა და საზოგადოების მხრიდან ინდივიდზე წნეხი მინიმუმზეა დაყვანილი. ომები სახლემწიფოებს შორის არ არის იმ ინტესივობით რაც წინათ იყო. შენმა წინაპრებმა საუკეთესო ნიადაგი მოგიმზადეს სამომავლო ევოლუციის, მიღწევებისა და განვითარებისათვის. ამ წუთას შენ შეგიძლია 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს ნებისმერ წერტილზე მოხვდე და გააგრძელო შენი კვლევები, შენ შეგიძლია პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმერ წერტილში მყოფ ადამიანთან დაამყარო კონტაქტი ისე, რომ არ გახვიდე სახლიდან, სამსახურიდან. შეგიძლია ინფორმაცია მიაწოდო მას წარმოუდგენელი სისწრაფით და აგრეთვე მიიღო უსწრაფესად.
შენ ხელთ გაქვს მოწყობილობა, რომლის მეშეობით შესაძლებელია უამრავი ინფორმაციის მოძებნა და გაცნობა. შენ უპრობლემოდ შეგიძლია დაწერო სიმღერა, გადაიღო ვიდეო, ჩაწერო იგი, ატვირთო შენი ნაშრომი ინტერნეტში და გახდე პოპულარული... შენ შეგიძლია იპოვო თანამოაზრეები მთელ მსოფლიოში, მათთან ერთად შექმნა პროექტები, რომლებმაც შეიძლება გადატრიალება მოახდინოს კაცობრიობის ისტორიაში . გეყო ხარვეზების ძებნა, ისინი ყველგან არიან, იდეალი ხომ არ შექმნილა, მაგრამ შეიძლება შენ შექმნა იგი, დაიწყე შესაძლებლობების დანახვა!
შესაძლებლობები - ამ ტალღაზე გადართე შენი ტვინი და შენ განცვიფრთები, თუ რაოდენ ცოტა გაქ აქამდე ნანახი. იყიდე, გადმოტვირთე თუნდაც ინტერნეტიდან საჭირო ინფორმაციები, ის თავისუფლად ხელმისაწვდომია და ნებისმიერ თემას მოიცავს. დაფიქრდი სულ რაღაც რამოდენიმე ათწლეულის წინ ჩემს მიერ ყოველივე ზემოთ დაწერილს ფანტაზიის ნაყოფად ჩათვლიდნენ, ფსიქიური ავადმყოფის ბოდვას ან მაგიად ჩათვლიდნენ.
წარმოიდგინე, თუ როგორ უჭირდათ უწინ მეცნიერებს, როდესაც ატარებდნენ თავიანთ ექსპერიმენტებს. ამის გამო მათ ხომ ხშირად კოცონზეც წვავდნენ. წარმოიდგინე ადამიანები, რომლებიც ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში, კონტინენტიდან კონტინეტში უწევდათ გადასვლა მინიმალური კომფორტით. ხოლო, რომ მოეპოვათ მონაცემები, იძულებული იყვნენ ჩაეწერათ და დაეხატათ ქაღალდზე... ეს ეხლა გაქ შენ შესაძლებლობა ნებისმიერ მონაცემი თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების მეშვეობით უსწრაფესად ჩაწერო და გადააგაზვნო. შენ არავინ არ დაგიწყებს გაკიცხვას (ზოგიერთი გამონაკლისების გარდა) შენი რწმენის ან ურწმუნოების გამო, შენ უფრო მეტი თავისუფლება გაქვს ვიდრე შენ წინაპრებს!
ერთ ადამიანს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო, თუ ის გაბედულად დაისახავს ამას მიზნად. უბრალოდ აიღე თუნდაც ჰენრი ფორდი - მას ავტომობილი მოგვცა, უამრავი ავტომობილი (თბილისში უკვე ვერ გაივლი ამის გამო:)), რითაც დააჩქარა კაცობრიობის განვითარება, სტივ ჯობსმა მოგვცა კომპიუტერი, რომლებსაც ადვილად შეუძლია შეცვალოს მასწავლებლები, ბიბლიოთეკები, ტელევიზორი, საბეჭდი მანქანები და უამრავი სხვა რამ... თომას ედისონმა მოგვცა ნათურა, რომელმაც გაანათა ქალაქები, სოფლები, მთელი მსოფლიო და განათებული დედამიწა უკვე კოსმოსიდან ჩანს...
ეს მხოლოდ რამოდენიმე მაგალითია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება... უბრალოდ გაითვალისწინე, ამათმა ყოველივე ეს გააკეთეს მაქსიმალური „დისკომფორტის“ პირობებში დღევანდელ „კომფორტთან“ შედარებით. შენ კი შეგიძლია მსოფლიოს უფრო გრანდიოზული რამ მისცე...
თუ შენ ფიქრობ ესე: „ნუ ის ხომ სტივ ჯობსი იყო... მე კი ვინა ვარ?“ - მე შენ გეტყვი, რომ შენც ისეთივე ადამიანი ხარ, როგორიც ის იყო..., იგივე ძვლები, კუნთები და კანი გაქ რაც მას ქონდა. შენ თავში ისეთი რამ გაქვს, რომლის ნეირონების კვანძები უფრო მეტია ვიდრე სამყაროში არსებული ატომები. შენ ტვინს ყველაფერი შეუძლია, უბრალოდ საჭიროა სწორი მისი მართვა. შენ ხარ „არქიტექტორი“ და შენ იმიტომ კი არ მოევლინე ამ ქვეყანას რომ იცხოვრო გრაფიკით, იმუშაო და დაისვენო მხოლოდ იმ დღეებში როცა გამოყოფილია ამისთვის. შენი მოწოდებაა აღმოაჩინო და შექმნა!
მე უკვე ვგრძნობ შენ შიშებს: „თუ მე დავკავდები იმით რაც მინდა, მაშინ არ მექნება იმის საშუალება, რომ ვიცხოვრო“ და ამდაგვარები... „რას იტყვიან სხვები, მეგობრები, რას იტყვის ხალხი ...“ მაგრამ ყველაზე უფრო შენ გეშინია იმის, რომ ყველაფერი გამოგივა! დაიმახსოვრე რეალობაში შიში არ არსებობს!
შექმენი... უბრალოდ შექმენი, თუნდაც დასაწყისში ყველაფერი ცუდად იყოს მაინც გააგრძელე! შენ გგონია ყველამ ეგრევე შექმნა შედევრი ან ეგრევე გამოსდიოდათ ექსპერიმენტები? არა, ყველაფერი ისე იყო, როგორც ყველასთან, მათ არ გამოსდიოდათ...
მიზეზი ისაა, რომ შენში „არქიტექტორს“ ეძინა და დროა ის გააღვიძო, მერე კი საჭიროა მასზე ზრუნვა და გაზრდა. გააღვიძე იგი და მიეცი მას თავისუფალი მოძრაობის საშუალება!
შეიძლება შენ გააკეთო ძრავა, რომელსაც არ სჭირდება ნავთობპროდუქტი და შედეგად დედამიწას განკურნავ ეკოლოგიური ავადმყოფობისაგან. იქნებ შენმა აღმოჩენამ გამოკვებოს პლანეტის მოსახლეობა. ეს შენი ცხოვრებაა, ღმერთის მიერ შენთვის ბოძებული და შენ უნდა აირჩიო თუ ვინ ხარ შენ: ჭანჭიკი თუ შემქნელი!
ბოლოს კი მინდა გითხრა ერთ ჩემ დაკვირვებაზე, რომელიც დაგეხმარება შიშის დაძლევაში. როდესაც მე არ ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, მე იძულებული ვარ ვიცხოვრო შაბლონებითა და სტანდარტებით, შედეგად კი ვიღებ სტრესს და ნევროზს.... მაგრამ როგორც კი „ვფეთქდები“ და ვაკეთებ იმას, რაც მსურს და მინდა, ყველა დანარჩენი ცხოვრებისეული ასპექტები იძენენ ჰარმონიას და ყველაფერი ლაგდება. ფული, რაც მჭირდება ადვილად მოდის, რათა არ შემიშალოს მე ხელი „შექმნაში“!
გადართე შენი აზროვნება შეუძლებელიდან შესაძლებელისკენ თუნდაც ერთი თვით და შენ არასოდეს მოგინდება უკან დაბრუნება!
მუდამ თქვენი ჰ ი რ ა მ ი.

вторник, 1 декабря 2015 г.

წარმატება

თქვენს წინაშეა ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი მოტივატორისა და ქოუჩის, რობინ შარმას, პრინციპები.  

1. იცოდე, რაც უნდა აკეთო, და არ აკეთო, ეს იგივეა, რაც არ იცოდე რა უნდა აკეთო.
2. თავი დაანებე იმას, რისი მიღებაც გსურდა აქამდე.
3. ინოვაცია არის საუკეთესო ვაქცინა უძრაობის წინააღმდეგ.
4. საუბრები, რომელთა გამართვასაც ეწინააღმდეგები, წესისამებრ, სწორედ ის საუბრებია, რომლებიც ყველაზე მეტად გჭირდება.
5. ლიდერობა იმდენად სოციალური მგომარეობა არ არის, რამდენადაც გულანთებულობაა. იგი არა იმდენად იმიჯია, რამდენადაც იმპულსი.
6. რაც უფრო დიდია ოცნება, მით უფრო მნიშვნელოვანია იგი გუნდისათვის.
7. „ხედვითი“ ლიდერი „შეუძლებელს“ განიხილავს, როგორც გარდაუვალს.
8. ყველა დიდ მოაზროვნეს თავიდან დასცინოდნენ, შემდეგ კი ადიდებდნენ.
9. რაც უფრო მეტად ხარ შეწუხებული იმით, რომ აკეთო ფული და ხალხმა ტაში დაგიკრას, მით უფრო ნაკლებად ხარ ფოკუსირებული დიდ სამუშაოზე, რომელსაც მოსდევს ტაში… და ფული!
10. რათა გააორმაგო შენი ზოგადი ღირებულება, გააორმაგე შენი თვითღირებულება. რამეთუ შენ ვერასოდეს ვერ იქნები იმაზე მეტი, ვიდრე შენი წარმოდგენაა საკუთარ თავზე.
11. რაც უფრო მეტ უწესრიგობას უშვებ შენს ცხოვრებაში, მით უფრო დიდი ქაოსი ხდება შენი ცხოვრების ჩვეული ნაწილი.
12. გენიალობის საიდუმლო არა გენეტიკაა, არამედ ყოველდღიური პრაქტიკა შეუღლებული განსაცვიფრებელ შეუპოვრობასთან.
13. საუკეთესო ლიდერები იმის ნაცვლად, რომ ადამიანები დაანარცხონ, ადამიანებს ფეხზე აყენებენ.
14. ყველაზე ძვირფასი რესურსი ბიზნესმენებისათვის არა მათი დრო, არამედ მათი ენერგიაა. მართე იგი კარგად!
15. შიშები, რომლებსაც გაურბიხარ, შენსკენ მორბიან.
16. ყველაზე საშიში ადგილი შენს უსაფრთხოების ზონაშია.
17. რაც უფრო ახლოს მიდიხარ შესაძლებლობების საზღვრებთან, ეს საზღვრები მით უფრო მეტად ფართოვდება.
18. იყავი იმდენად კარგი შენს საქმეში, რომ არავის მსოფლიოში არ შეეძლოს იმის კეთება, რასაც შენ აკეთებ.
19. საზოგადოდ დაგჭირდება შენი ცხოვრების 10 წელიწადი, რომ ერთ საღამოს სენსაცია გახდე.
20. არასოდეს არ გასცდე ძლიერ იდეას ისე, რომ არ გააკეთო რაიმე მის განსახორციელებლად.
21. არასოდეს არ გამოტოვო მომენტი გაამხნევო ისინი, ვისთანაც ერთად მუშაობ.
22. როდესაც ამბობ „მე ვეცდები“, ეს ნიშნავს რომ – თავს ნამდვილად არ გადადებ ამ საქმისათვის.
23. ჯობია აკეთო ცოტა საქმე ოსტატურად, ვიდრე მრავალი რამ უღიმღამოდ.
24. რათა მიიღო ის ჯილდო, რაც მხოლოდ მცირედთ აქვთ, აკეთე ის, რის კეთებაც მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს სურთ.
25. წადი იქ, სადაც არავინ არ მისულა და ზურგს უკან სრულყოფილების კვალი დატოვე.
26. ვინ ხდები – ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რას აგროვებ.
27. მიეცი საშუალება შენი გუნდის წევრებს იყვნენ ისინი, რაც არიან, და შთააგონე გახდნენ ისეთები, როგორებიც შეუძლიათ, რომ იყვნენ.
28. თუ გინდა გაასამმაგო შენი ორგანიზაციის ზრდის პროცესი, გაასამმაგე შენი გუნდის ზრდა.
29. საუკეთესო ლიდერები თავდადებული მოსწავლეები არიან. ყოველდღე იკითხე დიდი წიგნები. მოახდინო ინვესტირება შენს თვითგანვითარებაში ეს საუკეთესო ინვესტიციაა, რის გაკეთებასაც კი ოდესმე შეძლებ.
30. სხვა ადამიანების მოსაზრებები შენს შესახებ შენი საქმე არ არის.
31. ცვლილება ურთულესი რამაა დასაწყისში, რაღაც დაულაგებელი – შუაში და საუკეთესო რამ – დასრულს.
32. გააცნობიერე ზუსტი სხვაობა რაღაცის ფასსა და მის ღირებულებას შორის.
33. არაფერი ისე არ ქრება, როგორც წარმატება. რადგან როდესაც იმყოფები მწვერვალზე, ესოდენ ადვილია შეწყვიტო სწორედ ის მოქმედებები, რამაც მოგიყვანა ამ მწვერვალზე.
34. საუკეთესო ლიდერები აზავებენ სიმამაცესა და კეთილმოწყალებას.
35. რაც უფრო ნაკლებად მოგწონს სხვები, მით უფრო ნაკლებად მოსწონხარ სხვებს.
36. არასოდეს არ შეცდები სიმართლის კეთებაში.
37. სწორუპოვრობა ერთ სფეროში არის დასაწყისი სწორპოვრობისა ყოველ სფეროში.
38. ნამდვილი ჯილდო იმისათვის, რომ საუკეთესოდ ასრულებ შენს საქმეს, არის არა ფული, რომელსაც იღებ, არამედ ის ლიდერი, რომლადაც ყალიბდები.
39. გულანთებულობა + პროდუქტი = მწარმოებლურობა
40. მიზნების მიღწევის ფასეულობა მდგომარეობს არა თავად მიზნის მიღწევაში, არამედ იმაში თუ რას აღმოაჩენ შენთვის ნიჭის/ძლიერი მხარეების/შესაძლებლობების რეალიზების შედეგად.
41. იბრძოლე რამისათვის. და კიდევ რაღაც ისეთისათვის, რასაც თავს შეაკლავ ნებისმერ შემთხვევაში.
42. თქვი „მადლობა“, როდესაც მადლიერი ხარ და „ბოდიში“, როდესაც ცდები.
43. აკეთე შენი დღევანდელი საქმე უკეთესად, ვიდრე გააკეთე იგი გუშინ.
44. მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო გაუმჯობესებები და მიგნებები დღეს გაგიძღვება საოცარი წარმატებებისაკენ მომავალში.
45. უმაღლესი მწარმოებლურობის მქონე პირები დაცემას, გამოფიტულობასა და უხალისობას ყოველდღიური შთაგონებით ჩაანაცვლებენ ხოლმე.
46. იზრუნე შენს ურთიერთობებზე და შენი გაყიდვები/ფული თავად იზრუნებს საკუთარ თავზე.
47. შენ არ შეგიძლია იყო დიდი პიროვნება, თუ არ გრძნობ თავს დიდ პიროვნებად. აქციე ჯანრმთელობის საუკეთესო მდგომარეობა შენს №1 პრიორიტეტად.
48. რთული საქმეების კეთება, რომელთათვისაც არასოდეს არ მოგიკიდია ხელი, აღვიძებს შენში წარმოუდგენელ ნიჭსა და უნარებს.
49. რამდენადაც ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს შინაგან გენიოსს, იმდენად მაღლდება ჩვენი სამყარო.
50. თქვენი ყოველდღიური განრიგი ასახავს თქვენს შინაგან ღირებულებებს.
51. ბიზნესი ეწყობა ისეთ პიროვნებებთან, რომლებთან თავს განსაკუთრებულად გრძნობ.
52. თანაბარ პირობებში, უპირველესი საკონკურენტო უპირატესობა თქვენ ბიზნესის არის უნარი აღზარდოთ თქვენს რიგებში ლიდერები; უფრო სწრაფად, ვიდრე ამას თქვენი კონკურენტები აკეთებენ.
53. მოექეცით ადამიანებს კარგად თქვენი აღმავლობის გზაზე და ისინი კარგად მოგექცევიან, თუკი თქვენ დაეცემით.
54. ბიზნესი (ან პიროვნება), რომელიც ცდილობს იყოს ყველაფერი ყველაფრისათვის, ამთავრებს იმით, რომ არავისათვის არაფერი არ არის.
55. რათა გქონდეს ყველაფერი, რაც გსურს, დაეხმარე რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიიღოს ის ყველაფერი, რაც მას სურს.
56. გააცნობიერე, რომ პრობლემა არის მხოლოდ პრობლემა, თუ შენ გადაწყვეტ განიხილო ის, როგორც პრობლემა (შესაძლებლობისაგან განსხვავებით).
57. სინათლე წინ უსწრებს ოსტატობას. ჩამოაყალიბე ნათელი და ზუსტი გეგმა/მიზნები/მისაღწევი შედეგები. და შემდეგ დაბლოკე სხვა დანარჩენი.
58. საუკეთესო ბიზნესმენები ატარებენ გაცილებით მეტ დროს სწავლაში, ვიდრე დასვენებაში.
59. იღბლიანობა იწყება მაშინ როდესაც უნარ-ჩვევები ერწყმის შეუპოვრობას.
60. საუკეთესო ლიდერი იყენებს გონებას და უსმენს გულს.
61. ყველაზე რთული გასაკეთებელი საქმეები, როგორც წესი, ის საუკეთესო საქმეებია, რომელიც უნდა აკეთო.
62. ნებისმიერ ადამიანს დედამიწაზე შეუძლია იყოს გენიოსი რაღაც საქმეში, თუ იგი ყოველდღიურად იმეცადინებს ამ საქმეში ათი წლის განმავლობაში (როგორც ამტკიცებს ანდერს ერიქსონის და სხვათა კვლევები).
63. ყოველდღიური ვარჯიში არის სადაზღვევო პოლისი მომავალი ავადმყოფობის წინააღმდეგ.
64. განათლება არის ადამიანის გარდასახვის დასაწყისი. გადადე თავი ყოველდღიური სწავლისათვის – წიგნები/აუდიოჩანაწერები/სემინარები და კოუჩინგი.
65. თქვენი ბიზნესის გაყიდვების ზრდის ყველაზე სწრაფი გზა არის თქვენი გუნდის ზრდა.