ემიგრანტი

ემიგრანტი (ნაწილი1)

  • .არ ვიცი საიდან და როგორ დავიწყო წერა,თუმცა არც ის ვიცი  რატომ ვწერ ეხლა,მხოლოდ ის ვიცი ,რომ მინდა  ის დავწერო რაც აქამდე ჩემს ფიქრებში და გონებაში იყო ,ის დავწერო რისი თქმაც და გაფიქრებისაც მეშინოდა,ვერ ვბედავდი,არ ვლაპარაკობდი არასოდეს,,, .....აი ფურცელზე კი  უფრო თამამი ვარ  და მინდა ეს  შანსი გამოვიყენო და დავწერო ის რასაც განვიცდი შანსი იმიტომ,რომ ასეთი ძლიერი სურვილი წერისა აქამდე არ მქონია ,თორემ კალამი და ფურცელი ყოველთვის მქონდა ........მაშ ასე,აღარ დავწვრილმანდები რა და როგორ მიცხოვრია ,თუმცა რარაცეების გახსენება მომიწევს . ..
  • ..ისე მოხდა ,რომ 28 წლის ასაკში  მარტო ავღმოვჩნდი  სრულიად სხვა მხარეს ,სხვა ქვეყანაში და ჩემთვის სხვა სამყაროში,სხვა ხალხთან და სხვა მენტალიტეთან... არა,არაფერი ცუდი არ მომხდარა,პირიქით (ვითომ) უკეთესი სიტუაციისთვის და ცხოვრებისთვის გარემოება შევიცვალე  და როგორც ქართველების  უმეტესობა მეც ემიგრანტის სტატუსი მივიღე. თავიდან ეს ადვილი მეგონა ,იმდენად ადვილი ,რომ ძალიან მიკვირდა  სხვების ( უფრო ადრე ჩამოსულების) განცდები  ,,_  რა აღელვებთ ,რა ატირებთ  ამ ხალხს ,უკეთესად არიან  და წუწუნებენთქო  ვამბობდი,მაგრამ ცოტახანში მეც დავრწმუნდი თუ რა წუწუნი და  ტირილი იყო ეს.  ...ამბობენ,ადამიანი გაჭირვებაში ძლიერდებაო და  ეს ასეც არის,მართლა ყველაფრის ატანა შეუძლია ადამიანს. სამშობლოდან შორს ყოფნა წლობით,ოჯახიდან,ახლობლებისაგან და შვილებისაგან.აი ყველაზე მტკივნეული  და საშინელი გრძნობა ამ სიტუაციაში  "'შვილის მონატრება"', "'შვილის უნახაობა ""-.მაგრამ ამასაც ვეგუებით ,თუ შევეგუეთ ემიგრანტები  ნებით თუ უნებლიედ,იმის იმედით ,რომ მალე ვნახავთ, მალე დადგება ის დღე როცა ჩვენ შვილებს ვნახავთ და  გულში ჩავიხუტებთ ,თუმცა ეს მალე წლები ხდება ხშირად... ..შვილები ჩვენს გარეშე იზრდებიან,ლამაზდებიან,ცხოვრებას სწავლობენ  უჩვენოდ ,დამოუკიდებლად.... ისინიც ეგუებიან  "'უჩვენობას"' და მათთვისად დიდი ტკივილი და  გამოცდილებაა  ჩვენს გარეშე ცხოვრება. თუმცა ისინიც ხომ ამ "'მალე"' ნახვის იმედით ცხოვრობენ ....მეც ერთ-ერთი მადგანი ვარ ""უშვილო"',ემიგრანტი .ვერ ვიტყვი ,რომ მარტო მე მიჭირს ,მე მტკივა .ყველა ემიგრანტს ტკივა  შვილის უნახავობა და მონატრება.,,...მე ერთი ულამაზი და უსაყვარლესი  11 წლის გოგო  მყავს მარიამი,ის რომ დავტოვე  და უკეთესი  სიტუაციის და მომავლის საძებნელად წამოვედი  7  წლის იყო ,ჯერ კიდევ ბავშვი და ვერც ხვდებოდა კარგად  დედა _ რატომ მიდიოდა,თუმცა ამას ვერც მე ვხვდებოდი ზუსტად ამას რატომ ვაკეთებდი ,მეგონა მისთვის ,მაგრამ ამ წლებმა დამარწმუნა,რომ მატერიალური დიდს არაფერს ნიშნავს, უფრო მეტად მარიამის სულიერი გაზრდა ვიგრძენი ,,,,მარი დამოუკიდებელ ადამიანად ყალიბდება ამას ვამჩნევ  და ეს მომწონს,სამწუხაროდ მას,გვერდით არც მამ ჰყავს გარკვეული მიზეზების გამო და რომ გრძნობს   მას საკუთარი თავის გარდა  ვერავინ ისე ვერ დაიცავს ,ვერც დედა და ვერც მამა,( გარკვეულ სიტუაციებში) ამას თვითონ აკეთებს  და ეს  მომწონს ,,,ვფიქრობ ცხოვრებას უფრო ისწავლის ,თუმცა ისიც უნდა ვაღიარო ,რომ დედის გარეშე ბევრი რამაც დააკლდა.ალბათ ასე უნდა მომხდარიყო ,ღმერთის ნებაა ყველაფერი  და მადლობა უფალს ,რომ მყავს ლამაზი შვილი და ის ხალხი ,რომლებიც ამ ყველაფერის გადატანაში მეხმარებიან და ჩემს შვილს ეხმარებიან და ზრდიან ,,ესენი არიან ჩემი _მშობლები . ღმერთო გევედრები დიდხანს მიცოცხლე ისინი ,მე მათი იმედი კიდევ მაქვს  და მჭირდებიან .,,(გაგრძელება იქნება )     ჩანაწერი გაკეთებულია:  2013 წლის 2 აგვისტოს,,  ..

Комментариев нет:

Отправить комментарий