სამყარო


  • .ბუნება

.სამყაროში ბუნების სილამაზე,  ყველაფერი ლამაზი   ჰარმონიულად არის  შერწყმული  ერთმანეთში და სასიამოვნოდ დამუხტული ,ეს  არის ის  ენერგია ,რომელიც გვაძლევს  სიცოცხლით ტკბობის და მისი შესაძლებლობების გამოყენების საშვალებას,რომელშიც უნდა ვეძიოთ ყველაფერი საუკეთესო  : სილამაზე,სიყვარულ, პოზიტივის მუდმივი შეგრძნება,,,
....აქ, ამ სამყაროში, ყველაფერი  თანმიმდევრულად და კანონზომიერად არის შექმნილი . ბუნება ეს არის ადამიანი ,სწორედ ამ თვისებებისთვის,მოვლენებისთვის  და ამ სამყაროს ჰარმონიულობისთვის  შექმნილი ,მაგრამ ,სამწუხაროდ  ადამიანთა უმრავლესობამ  ეს მთავარი, საკუთარი დანიშნულება დავივიწყეთ,ბუნება დავივიწყეთ,ჩვენი გონებრივი <,სიბინძურის"' გამო,,,ჩვენი <,""ეგოს"' მაშტაბურობის გამო...
..... რომ გადავხედოთ დღევანდელ  თანამედროვე ცხოვრებას ,აშკარად გამოიკვეთება  ის რომ :_ ჩვენ  მატერიალურ საგნებს ვამჯობინებთ "'სამყაროს _სიკეთეებს, სულიერ სიკეთეებს"',, ,  ვამჯობინებთ : ლამაზ ცისფერ ცას, აქაიქ მიმოპანტულ  ქათქათა ღრუბლებს,  რომლის უსასრულობას ბოლო არ უჩანს ,,, ეს კიდევ იმის დასტურია ,რომ სიცოცხლე უსასრულოა,,როგორც ეს სამყარო !!! ლამაზად მობიბინე მინდორს, ლამაზად აყვავებულ ხეებს ,,ყვავილებს ,რომლებიც პირდაპირ მიგვანიშნებენ სიცოცხლის სილამაზეზე, სიყვარულზე,ჰარმონიაზე,,,, არად ვაგდებთ  და ამ იგნორით იმას ვიმკით რასაც ჩვენ ადამიანები ,"'უბედურებას"" ვეძახით. არადა თავად ვქმნით ამას
. _ ჩვენ გვირჩევნია დღევანდელ დღეს  გვქონდეს ბოლო მოდელის მობილური ტელეფონი, ავტომობილი, კომპიუტერი,, ბრენდი  ტანსაცმელი ..და ა. შ. ჩვენ ამ ყველაფერს  პირველი და მთავრი ადგილი მიუჩინეთ ჩვენს ყოველდღიურობაში,ვიდრე ჩვენს სულიერ სიმშვიდეს და  ჰარმონიას.რომელსაც არანაირი სიმდიდრე,ქონება და მატერიალური ნივთები შეედრება
,_,ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი  ბუნებასა და  წარმავალ ნივთებს შორის,მარადიულსა და დროებითზე,, ჩვენ  ვარჩიეთ სიცოცხლეს_ ნელი სიკვდილი!!! ჩვენ დავივიწყეთ ხეები,ყვავილები,მდინარეები,ჩიტები, მზე_მთვარე ,,დღე _ღამე,,,,დავივიწყეთ მათი დანიშნულება ამ სამყაროში, თუ ფიქრობთ შემთხვევითია  მათი არსებობა დედამიწაზე? არამც და არამც მათ  სასიცოცხლო დანიშნულება ააქვთ ჩვენთვის ადამიანებისთვის,, აბა წარმოიდგინეთ რომ  არ არსებობდეს ხეები, მცენარეები ,არ იქნებოდა ჟანგბადი,წყალი , ,რომ არ არსებობდეს მზე? არ იქნებოდა სინათლე,სითბო,ენერგია,  რომ არ არსებობდეს ლამაზი  ყვავილები,არ იქნებოდა ფერების  უსაზღვრო  რაოდენობა,  ,,აბა დაფიქრდით რომ არ ყოფილიყო ყველაფერი ესენი,რა ფასი ექნებოდა ჩვენს მატერიალურობას?და იმ ნივთებს ,რომლებსაც დღეს ვიყენებთ,დამეთანხმებით, რომ არანარი ფასი  მათ არსებობას  არ ექნებოდა,,უბრალოდ არც იარსებებდნენ.
.._ასე, რომ აირჩიე რა უფრო საჭიროა შენი ცხოვრებისთვის? რა არის მთავარი და რის გარეშეც ვერ შეძლებ ცხოვრებას.იმედია დაფიქრდები ამაზე.   
...ბუნების,ენით აღუწერელი სილამაზე,  ჩვენი ადამიანური ნამდვილი ბუნების (ხასიათის) ნაწილია,მე ვფიქრობ ,რომ ადამიანი   ამ ბუნების პირდაპირი გაგრძელებაა და მასშია ის ყველაფერი მოთავსებული რასაც ხილულ  ბუნებაში ვხედავთ , სილამაზე,სიყვარული,ჰარმონია,სიკეთე, სიცოცხლე ,შემოქმედიანობა ,,,,  უბრალოდ ადამიანის ბუნება უხილავია ,სამყაროსი კი ხილული,,
,, ,ადამიანის ამ ბუნებას ძალიაბ ბევრი უპირატესობა გააჩნია, მას ააქვს არჩევანის საშვალება,მას ააქვ ამ ყველაფრის შეგრძნების უნარი, გაცემის და გამრავლების უნარი . ...სამყარისეულ ბუნებას ვუყვარვართ ყველანაირი პირობის გარეშე,აი ასე ,როგორებიც ვართ, ბუნება ჩვენ გვიცავს  და გვიფრთხილდება.   ბუნებაში ყველა არსება და მოვლენა ჩვენივე არსებობისთვისაა აუცილებელი, კიდევ განვმეორდები, რომ არ ყოფილიყო ხეები,მცენარეები ,,არ იქნებოდა ჰაერი,,,წყალი,,, და  საკამათოც არაა რომ თავისათავად არ იქნებოდა სიცოცხლე და აქედან გამომდინარე არ ვიქნებოდით ჩვენც,,, 
....ერთი შეხედვით ყველა ადამიანს უყვარს სიცოცხლე,არავის არ სურს  ეტკინოს და დაუზიანდეს რამე, ყველას სურს ისუნთქოს  და დალიოს წყალი...  ყველას სურს  დილაობით მიიირთვას გემრიელი ჩაი ან ყავა (მცენარეები) ,მიირთვას გემრიელად შემწვარი გემრიელი კარტოფილი ან გემრიელად მოხარშული სიმინდი ,მიირთვას  გემრიელი წვნიანი ვაშლი ან ახალ გამოწურული ფორთოხლის წვენი. ლამაზად და გემრიელად გაუმასპინძლდეს  სტუმრებ ხილით და ათასნაირი ბოსტნეულის სალათით და ღვინით <,, ამ  ყველაფერზე ცოტა ადამიანი თუ დაფიქრებულა, ეს ყველაფერი საიდან გვეძლევა და რატომ? რა მიზეზით? თუ რატომ არის ასე გემრიელი  ეს ყველაფერი? დავფიქრებულვართ ამაზე?   არსებობს ერთი მარტივი მაგრამ ყველაზე ძვირფასი  და მთავარი მოვლება  რის გამოც ეს ყველაფერი ჩვენია,რა მოვლენაა ეს? იმედია მარტივად მიხვდებით თუ არა და მე გეტყვით ეხლა,,,ეს მოვლენაა სიყვარული !!!! იმიტომ რომ ბუნებას ვუყვარვართ ,ბუნება ზრუნავს  ჩვენზე, ბუნება ჩვენი სიცოცხლეა და ჩვენ ადამიანები რას ვაკეთებთ?  ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ხე ან ყვავილი?  ან თუ ამის ნახევარს მაინც გაძლევთ ის მატერიალური ნივთები თუ მდგომარეობა რაზეც ასე ვართ მიჟაჭულნი?ამ კითხვებზე გიპასუხიათ ოდესმე?
  _მე მიყვარს მცენარეები, _მე მიყვარს ცხოველები:  _მე მიყვარს ბუნებრივი საკვები ,იტყვის მავანი და მავანი, უკაცრავად და როგორ გიყვართ?   ნუთუ შევიგრძნობთ მათ? ნუთუ ვხედავთ მათ სიკეთეს ჩვენს მიმართ? ნუთუ ამ ყველაფერის გამო ყოველდღიურად მადლიერებას გამოვხატავთ? ნუთუ ვხედავთ მასში ჩვენს სიცოცხლეს და ბუნებას?რამდენად ხშირად ვეუბნებით მას <,""მადლიერი ვარ"' ამ გემრიოლებებისა და სილამაზისა,,, ან <"'<მადლიერი ვარ"' ასეთუ მზრუნველობისათვის?  რამდენად არის ჩვენში ამ ბუნების "'ბუნება"'?? ვართ პოზიტიურები? ვართ სხვის მიმართ მზრუნველები და მოსიყვარულეები?? გვიყვარს უანგაროდ? გავცემთ უანგაროდ? არ გვშურს? არ ვიკვეხნით ამა თუ იმ გაკეთებულ "' კეთილ"'საქმეებზე,??,,, ყველაფერს ამას კი დედაბუნება არ აკეთებს,  რომელიმეს გინახავთ   ვაშლის ხეს ეთქვას - მოდი  მომრწყე  აუცილებლად , მე ხომ გემრიელ ხილს გაძლევო? ან ყურძნის ვენახს  ეტრაბახოს  _ მე იმდენ სასარგებლოს  გაძლევ  და მადლობას რატომ არ მიხდიო?   ბევრი ალბათ თვლის <<ღვინის კეთებით და მისი მირთმევით"' იხდის მადლიერებას,,, :)  სიტყვიერი მადლობა თუ გითქვიათ ოდესმე რომელიმე ბუნებრივი მცენარესთვის ან მოვლენისთვის? რომლებიც ჩვენი ხედვის და სულის გასალამაზებლად არიან მოსულები ჩვენს სამყაროში. ბუნება ამას არ ითხოვს შენგან პირდაპირ, ის მხოლოდ საკუთარი  ყოფადობით განიშნებს იმას ,რომ ვიყოთ ასეთივე კეთილები,უანგაროები და მოსიყვარულე ადამიანები ,,აი მისი "'მადლიერება"' ეს იქნება ,,, ჩემი  აზრით ჩვენ მოვალენი ვართ ვიყოთ ბუნების მადლიერები და მოსიყვარულეები ......ბუნებას, შენგან არ სჭირდება სიცოცხლის გაწირვა,  უბრალოდ სურს ,რომ საკუთარი თავი იპოვო ამ სამყაროში და იყო ისეთივე გამცემი და ჰარმონიული როგოგრც თავად ბუნებაა,,  ბუნება არ ითხოვს შენგან ,საგმირო საქმეების გაკეთებას  და  არა ამ ქვეყნიური მოვლენების პოვნას,,, უბრალოდ მას სურს ,რომ  შენი  არსებობით სამყარო გაალამაზო ,როგორც ამას თავად ბუნება აკეთებს.მას სურს იყო ბუნებრივი,მშვიდი, სიყვარულით სავსე,უპირობოთ გამცემი და  თავისუფალი.
...ბუნება, ჩვენს გარეშეც დაიცავს თავს ,მაგრამ მას სურს ,რომ შენ მისით ისწავლო ნამდვილი სიყვარული,სიკეთე,სიცოცხლეს ეფექტურად გამოყენება,მას სურს დააფასო ის რაც ასე უხვად არის  შენს ირგვლივ.  ლამაზი ცისფერი ზღვა,,ზემოთ წითლად მოლივლივე მზე,,,,სხვადასხვა ფერის და ფორმის ყვავილები,სამკურნალო მცენარეები ... და ა.შ.
  •   ...სულ,რომ არაფერი გქონდეს მატერიალური ადამიანო,ბუნება მშიერს არ დაგტოვებს, მას ყველაფერი ააქვს შენთვის, მიენდე ბუნებას,შეიყვარე ბუნება , დღეში ერთხელ მაინც  გამოხატე მის მიმართ <,""მადლიერება"' თუნდაც იმ შენი  საყვარელი ყვავილისაგან  სურნელებას,რომ გრძნობ,,,  მადლიერი იყავი იმ გემრიოლებებისათვის   (ხილი,ბოსტენეული)  რაც ასე სიამოვნებას განიჭებს მათი მირთმევისას, ბუნებას ნუ ავალდებულებ  ყოველთვის იყოს შენთვის , შენც უნდა იყო მისთვის ,,, დაგირგავს ოდესმე ხე? ჰოდა ,ეხლა დარგე,,, :)  დაუკვირდი ,იმას ,რამდენ რამეს გაძლევს ,გავსებს,გალამაზებს,გიფრთხილდება,,, ...ყავის,მოყვარულები,ალბათ დამეთანხმებიდ თუ რა სასიამოვნოა_  ,ყოველ დილით , გემრიელი ფინჯანი ყავის მირთმევა,მისი არომატი  მთელ სახლში რომ დგას და გათრობს სურნელებით,  ან მეგობრებთან  ერთად ყავის მირთმევისას რამხელა სიამოვნებას განიცდით ,აბა გაიხსენეთ,. ოდესმე ამ ყველაფრისთვის  გამოგიხატიათ მადლიერება? იმ გემრიელი ყავის მარცვლებისთვის, რომელიც ასე გვასტიმულირებს და სიამოვნებას გვანიჭებს 

....ბუნების ,კიდევ უნიკალურობა იმაშია,რომ ის თავის სიკეთეს უხვად და ულევად  გვაძლევს და ჩვენ ,თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში მადლიერებას გამოვხატავთ? ,,,
  • ......ბოლოსკენ,ვიტყვი ,ადამიანებო, მოდით ხანდახან მაინც დავივიწყოთ ჩვენი მოდური _"'დოლჩე და გაბანა"" <,"'პრადა"" .."'გუჩი "",  ბოლო მოდელის  "'ჩაკბეჩილი ვაშლი ''(Apple),,,,გავიდეთ ბუნებაში და მთელი  გულწრფელობით ,შეგრძნებებით  და შემეცნებით ,მადლობა გადაუხადოთ  ბუნებას ,სამყაროს,ამ უხვად  მოცემულ სიკეთეებზე,გაკვეთილებზე და უპირობო სიყვარულზე..  ....შეიყვარეთ,შეიგრძენით და შეიმეცნეთ ბუნება თქვენს ყოველდღიურობაში და აი ნახავთ ,რამდენად იგრძნობთ  სიცოცხლის სიყვარულს  და უფრო მეტს მადლმოსულ მოვლენებს ,,, ♥   ადამიანებო  !!! ,იყავით ბუნებაში ბუნებრივები .


  • )

Комментариев нет:

Отправить комментарий