среда, 16 декабря 2015 г.

გაბედე !!! შენ შეგიძლია..

„მე ვერაფერს ვერ შევცვლი ამ ქვეყანაზე, სხვა გზა არ მრჩება გარდა იმისა, რომ დავემორჩილო არსებულ მდგომარეობას და მივყვე დინებას“ - ამდაგვარი შინაარსის ფრაზები ხშირად ისმის საზოგადოებაში.
ამ ფრაზამ მაიძულა დამეწერა ეს ტექსტი.
მაშ ასე, ყურადღებით წაიკითხეთ: ანუ თქვენ ამბობთ, რომ თქვენ მხოლოდ ჭანჭიკი ხართ და თქვენ არაფრის შესაძებლობა არ გაგაჩნიათ და მხოლოდ მორჩილებაში უნდა იყოთ, რომ ადამიანის წერტილიც არაა დედამიწაზე და ვერეფერს შეცვლით...
წარმოდგენა არა მაქვს საიდან მოგაქვთ ასეთი აზრები და დასკვნები. ეხლა საუკეთესო პერიოდია სხვა პერიოდებთან შედარებით, რომელიც არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ პერიოდში რელიგიისა და საზოგადოების მხრიდან ინდივიდზე წნეხი მინიმუმზეა დაყვანილი. ომები სახლემწიფოებს შორის არ არის იმ ინტესივობით რაც წინათ იყო. შენმა წინაპრებმა საუკეთესო ნიადაგი მოგიმზადეს სამომავლო ევოლუციის, მიღწევებისა და განვითარებისათვის. ამ წუთას შენ შეგიძლია 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს ნებისმერ წერტილზე მოხვდე და გააგრძელო შენი კვლევები, შენ შეგიძლია პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმერ წერტილში მყოფ ადამიანთან დაამყარო კონტაქტი ისე, რომ არ გახვიდე სახლიდან, სამსახურიდან. შეგიძლია ინფორმაცია მიაწოდო მას წარმოუდგენელი სისწრაფით და აგრეთვე მიიღო უსწრაფესად.
შენ ხელთ გაქვს მოწყობილობა, რომლის მეშეობით შესაძლებელია უამრავი ინფორმაციის მოძებნა და გაცნობა. შენ უპრობლემოდ შეგიძლია დაწერო სიმღერა, გადაიღო ვიდეო, ჩაწერო იგი, ატვირთო შენი ნაშრომი ინტერნეტში და გახდე პოპულარული... შენ შეგიძლია იპოვო თანამოაზრეები მთელ მსოფლიოში, მათთან ერთად შექმნა პროექტები, რომლებმაც შეიძლება გადატრიალება მოახდინოს კაცობრიობის ისტორიაში . გეყო ხარვეზების ძებნა, ისინი ყველგან არიან, იდეალი ხომ არ შექმნილა, მაგრამ შეიძლება შენ შექმნა იგი, დაიწყე შესაძლებლობების დანახვა!
შესაძლებლობები - ამ ტალღაზე გადართე შენი ტვინი და შენ განცვიფრთები, თუ რაოდენ ცოტა გაქ აქამდე ნანახი. იყიდე, გადმოტვირთე თუნდაც ინტერნეტიდან საჭირო ინფორმაციები, ის თავისუფლად ხელმისაწვდომია და ნებისმიერ თემას მოიცავს. დაფიქრდი სულ რაღაც რამოდენიმე ათწლეულის წინ ჩემს მიერ ყოველივე ზემოთ დაწერილს ფანტაზიის ნაყოფად ჩათვლიდნენ, ფსიქიური ავადმყოფის ბოდვას ან მაგიად ჩათვლიდნენ.
წარმოიდგინე, თუ როგორ უჭირდათ უწინ მეცნიერებს, როდესაც ატარებდნენ თავიანთ ექსპერიმენტებს. ამის გამო მათ ხომ ხშირად კოცონზეც წვავდნენ. წარმოიდგინე ადამიანები, რომლებიც ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში, კონტინენტიდან კონტინეტში უწევდათ გადასვლა მინიმალური კომფორტით. ხოლო, რომ მოეპოვათ მონაცემები, იძულებული იყვნენ ჩაეწერათ და დაეხატათ ქაღალდზე... ეს ეხლა გაქ შენ შესაძლებლობა ნებისმიერ მონაცემი თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების მეშვეობით უსწრაფესად ჩაწერო და გადააგაზვნო. შენ არავინ არ დაგიწყებს გაკიცხვას (ზოგიერთი გამონაკლისების გარდა) შენი რწმენის ან ურწმუნოების გამო, შენ უფრო მეტი თავისუფლება გაქვს ვიდრე შენ წინაპრებს!
ერთ ადამიანს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო, თუ ის გაბედულად დაისახავს ამას მიზნად. უბრალოდ აიღე თუნდაც ჰენრი ფორდი - მას ავტომობილი მოგვცა, უამრავი ავტომობილი (თბილისში უკვე ვერ გაივლი ამის გამო:)), რითაც დააჩქარა კაცობრიობის განვითარება, სტივ ჯობსმა მოგვცა კომპიუტერი, რომლებსაც ადვილად შეუძლია შეცვალოს მასწავლებლები, ბიბლიოთეკები, ტელევიზორი, საბეჭდი მანქანები და უამრავი სხვა რამ... თომას ედისონმა მოგვცა ნათურა, რომელმაც გაანათა ქალაქები, სოფლები, მთელი მსოფლიო და განათებული დედამიწა უკვე კოსმოსიდან ჩანს...
ეს მხოლოდ რამოდენიმე მაგალითია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება... უბრალოდ გაითვალისწინე, ამათმა ყოველივე ეს გააკეთეს მაქსიმალური „დისკომფორტის“ პირობებში დღევანდელ „კომფორტთან“ შედარებით. შენ კი შეგიძლია მსოფლიოს უფრო გრანდიოზული რამ მისცე...
თუ შენ ფიქრობ ესე: „ნუ ის ხომ სტივ ჯობსი იყო... მე კი ვინა ვარ?“ - მე შენ გეტყვი, რომ შენც ისეთივე ადამიანი ხარ, როგორიც ის იყო..., იგივე ძვლები, კუნთები და კანი გაქ რაც მას ქონდა. შენ თავში ისეთი რამ გაქვს, რომლის ნეირონების კვანძები უფრო მეტია ვიდრე სამყაროში არსებული ატომები. შენ ტვინს ყველაფერი შეუძლია, უბრალოდ საჭიროა სწორი მისი მართვა. შენ ხარ „არქიტექტორი“ და შენ იმიტომ კი არ მოევლინე ამ ქვეყანას რომ იცხოვრო გრაფიკით, იმუშაო და დაისვენო მხოლოდ იმ დღეებში როცა გამოყოფილია ამისთვის. შენი მოწოდებაა აღმოაჩინო და შექმნა!
მე უკვე ვგრძნობ შენ შიშებს: „თუ მე დავკავდები იმით რაც მინდა, მაშინ არ მექნება იმის საშუალება, რომ ვიცხოვრო“ და ამდაგვარები... „რას იტყვიან სხვები, მეგობრები, რას იტყვის ხალხი ...“ მაგრამ ყველაზე უფრო შენ გეშინია იმის, რომ ყველაფერი გამოგივა! დაიმახსოვრე რეალობაში შიში არ არსებობს!
შექმენი... უბრალოდ შექმენი, თუნდაც დასაწყისში ყველაფერი ცუდად იყოს მაინც გააგრძელე! შენ გგონია ყველამ ეგრევე შექმნა შედევრი ან ეგრევე გამოსდიოდათ ექსპერიმენტები? არა, ყველაფერი ისე იყო, როგორც ყველასთან, მათ არ გამოსდიოდათ...
მიზეზი ისაა, რომ შენში „არქიტექტორს“ ეძინა და დროა ის გააღვიძო, მერე კი საჭიროა მასზე ზრუნვა და გაზრდა. გააღვიძე იგი და მიეცი მას თავისუფალი მოძრაობის საშუალება!
შეიძლება შენ გააკეთო ძრავა, რომელსაც არ სჭირდება ნავთობპროდუქტი და შედეგად დედამიწას განკურნავ ეკოლოგიური ავადმყოფობისაგან. იქნებ შენმა აღმოჩენამ გამოკვებოს პლანეტის მოსახლეობა. ეს შენი ცხოვრებაა, ღმერთის მიერ შენთვის ბოძებული და შენ უნდა აირჩიო თუ ვინ ხარ შენ: ჭანჭიკი თუ შემქნელი!
ბოლოს კი მინდა გითხრა ერთ ჩემ დაკვირვებაზე, რომელიც დაგეხმარება შიშის დაძლევაში. როდესაც მე არ ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, მე იძულებული ვარ ვიცხოვრო შაბლონებითა და სტანდარტებით, შედეგად კი ვიღებ სტრესს და ნევროზს.... მაგრამ როგორც კი „ვფეთქდები“ და ვაკეთებ იმას, რაც მსურს და მინდა, ყველა დანარჩენი ცხოვრებისეული ასპექტები იძენენ ჰარმონიას და ყველაფერი ლაგდება. ფული, რაც მჭირდება ადვილად მოდის, რათა არ შემიშალოს მე ხელი „შექმნაში“!
გადართე შენი აზროვნება შეუძლებელიდან შესაძლებელისკენ თუნდაც ერთი თვით და შენ არასოდეს მოგინდება უკან დაბრუნება!
მუდამ თქვენი ჰ ი რ ა მ ი.