пятница, 6 ноября 2015 г.

გაუფრთხილდეთ ერთმანეთს...

გიფიქრია ოდესმე იმაზე, თუ რატომ კარგავენ ადამიანები ერთმანეთს? თუ რატომ ეძებს ხოლმე ადამიანი პირველად პრობლემას მის ირგვლივ და არა საკუთარ თავში? მე ხშირად მიფიქრია
გაფრთხილება უნდა ამ ყველაფერს. ადამიანურ ურთიერთობებს გაფრთხილება უნდა!
აუცილებელი არ არის შენთვის ახლობელი ადამიანი ყველაფრით შენ გგავდეს. და თუკი ასეა, აბა რატომ უგებთ ერთმანეთს? იმიტომ, რომ ის შენი სულის იმ ნაწილს შეეხო, რომელსაც სხვა არ შეხებია, იმიტომ რომ ის თითქმის ერთადერთია, ვისაც შეუძლია შენი ათასგვარი გამოხტომებისა და უაზრო საქციელების უკან სულ სხვა სახისა და მიზნების დანახვა.
ვინც ძალიან გვიყვარს, ყოველთვის იმასთან ვჩხუბობთ ყველაზე ბევრს და იმისგან გვწყინს ყველაზე მეტად ყველაფერი..
ეს ბუნებრივია, მაგრამ როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს? ასე ხომ შეიძლება ვეღარ გაგიძლოს მან და საბოლოოდ დაკარგო ის?
მივხვდი, რომ აქ მთავარ როლს დათმობა თამაშობს, მივხვდი, რომ თუკი ჩვენი ურთიერთობა ძლებს ამდენი ჩხუბის მერე დიდხანს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ბევრ რაღაცას თმობს.
ვეცადოთ ვიყოთ დამთმობი.
ხომ გაგიგონიათ, ადამიანიო ადამიანსო ჩვენს ნერვიულ საუკუნეში ჭირდებაო..
სწორედ ამიტომ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, დავინახოთ კარგი მათში და პრობლემა პირველ რიგში ჩვენს თავში ვიპოვოთ.
ერთმანეთს
უნდა
გავუფრთხილდეთ!..

Комментариев нет:

Отправить комментарий